RSS

სვანეთი

200907291496 საქართველოს ისტორიულ – გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე.წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.

200907291495200908011567

ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.

მესტიის მუზეუმი

200907291447200907291463200907291443

კლდის ვეფხვი

75676c9a909f016f3dfdf0d31aaf5861“30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბევრი კლდეზე მცოცავი მინახავს, სხვადასხვა ქვეყნის ცნობილ ალპინისტებთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ ხერგიანი ყველას სჯობდა.”
არმადო და როიტი,
მთამსვლელი, იტალიელი სენატორი

მიხეილ ხერგიანის მუზეუმი

200907301497200907301499200907301511

200907301525

ჭალაადი

სტარტიდან მესტიაჭალის ხიდამდე 4,5 კმ-ია

200908011553200908011559200908011563bssss

 

თუშეთი

Изображение

თუშეთი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე.აღმოსავლეთით თუშეთს ესაზღვრება დაღესტანი, დასვლეთით ფშავი და ხევსურეტი, ჩრდილოეთით ჩეჩნეტი, სამხრეთით -კახეთი.ამ ულამაზესი მხარის არ ნახვა არ შეიძლება .

381297_508464725848550_998526992_n167660_187171777977848_6263288_n

თუშეთი იყოფა ოთხ ძირითად თემად იყოფა.-  ეს გახლავთგომეწრის ხეობა, სადაც მდინარე თუშეთის ალაზანი გაედინება; პირიქითა თუშეთის ხეობა, სადაც ასეთივე სახელის მქონე მდინარის ხეობაა წარმოდგენილი. ასევე არისჭანჭახოვანის ხეობა, სადაც ხისოს ალაზანია და გვხვდება ჩაღმა თუშეთის ხეობა, სადაც დასახლებულია მთავარი პუნქტები: ომალო, დიკლო, შენაქო… ასევე გვხვდება მე-5 თემიც – წოვათის ხეობა. მიუხედავად იმისა, რომ აქ დასახლება ნაკლებადაა და თუშეთში ჩასული ტურისტიც ამ ხეობაში ნაკლებად ახერხებს მისვლას, წოვათას ხეობა თავისი მდებარეობით, კოშკებით, ციხეებით, აკლდამებით ნასახლარებით გამორჩეულია. თემი მოიცავს ნასოფლარებს:ეთელთა, ინდურთა, მოზართა, საგირთა, წარო. გსმოთქმა ,,მთათუშეთი” არასწორია, მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ბარის თუშეთი უბრალოდ არ არსებობს

16735_101545839873776_852114_n16735_101545846540442_3760376_n

 

იმერეთი

Изображение

იმერეთი-დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე . ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი. იმერეთი შემოსაზრვრულია ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით,ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეტით მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან , იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე .

20102007186

ანტიკურ ხანაში ამ ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზა ე.წ აბრეშუმის გზა.

ვანი
200910162358200910162365

ანტიკური ხანის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი.ძველი ნაქალაქარი გამოვლენილია ე. წ. ახვლედიანის გორაზე.ჯერ კიდევ 1876 წლის 28 მაისს გაზეთი „დროება” წერს: „ისრე წვიმა არ მოვა, რომ ახვლედიანების კარებთან არ ჩამოიტანოს გორიდან ნიაღვარმა ხან ოქროები, ხან ოქროს ძეწკვი, ხან ბეჭდები, ხან რა და რა ნივთეულები”.პირველი მეცნიერული გათხრები კი 1896 წელს ჩაატარა აკადემიკოსმა ექვთიმე თაყაიშვილმა.

200910162317200910162306200910162304

ვანის სისტემატური გათხრები დაიწყო 1947 წლიდან, როდესაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში შეიქმნა ვანის არქეოლოგიური ექსპედიცია. მისი პირველი ხელმძღვანელი ნინო ხოშტარია იყო. 1966 წლიდან 2002 წლამდე ექსპედიციას სათავეში ედგა აკადემიკოსი ოთარ ლორთქიფანიძე
რომელიც ჩემი ლექტორი გახლდათ და ბევრჯერ გვისაუბრია ვანის უნიკალურობაზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩემი მოსწავლეები იყვნენ ვანის მუზეუმში და ბევრი საინტერესო მასალა საკუთარი თვალით იხილეს.

555276_687770877917933_1410899479_n

 

სამეგრელო

Изображение

,,სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე – დიდი საქართველო! ბევრი ჭირი უნახავს საქართველოს, მრავალს ქარტეხილს გადაუვლია ზურგზედა მისსა, მაგრამ ყოველთვის ჟამსა და რღვევისა და გაწბილებისა…მტერთა მისთა დამთრგუნველი სამეგრელო იყო, იგი იყო ერთსული და ერთგული იმ სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინეთ, ეგრე არის ახლა, ეგრე დარჩება მომავალშიც.”
– ილია ჭავჭავაძე

სამეგრელო საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ეს არის მდინარე რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ტერიტორია. სახელწოდება მომდინარეობს ისტორიული მხარის ეგრისისაგან.

მარტვილი

HPIM5910HPIM5936

უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი-ჭყონის ( მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა, ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა.
გვიან, მე-7 საუკუნეში აშენდა მარტვილ-ჭყონდიდის ტაძარი, რომლის ტრაპეზი დაფლულ სიწმინდეს – მოჭრილ მუხის ფესვებს დაეფუძნა.

HPIM593820102007199

კანიონი

,,ასხის მასივის დამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთის ბოლოს შორის, სოფელ გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ გააკეთა. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები.”
316694_266239263404432_5313068_n316694_266239266737765_8244040_n

,,2011 წელს ილიას უნივერსიტეტმა ხელმეორედ მოაწყო რამდენიმე საკვლევი ექსპედიცია გაჭედილის კანიონში. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. ექპედიიციის ერთ-ერთი მონაწილის, ვასილ გაბუნიას თქმით, კანიონში აღმოჩენილი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურების მსგავსია, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მანამ, სანამ არ მოხდება კვლევა და შესწავლა აღმოჩენილი მასალების”

HPIM6724 ეფექტრი კომუნიკაცია, თანამშრომლობა, მეგობრობა…. , არაფერია ამაზე მშვენიერი, შეარჩიეთ სკოლა და ითანამშრომლეთ მასთან. (მარტვილის და თბილისის სკოლის მოსწავლეები) HPIM6725

სალხინო

,,ეს სახელწოდება ძველია. აქ სალხინოდ და სააგარაკოდ ამოდიოდნენ დადიანები. ადგილები სულ ოჯალეშის მაღლარით ყოფილა დაბურული. ბაღნარი, ხეხილოვანი, ვაზნარი ველი, წალკოტი ყოფილა ცივი წყაროსწყლებითა და საამო ჩრდილოვანი ტყიანები”

HPIM6806HPIM6829

სალხინოში მდებარეობს ისეთი მნიშვნელოვანი ისტორიული ადგილები როგორებიცაა:

ღვთისმშობლის ტაძარი

HPIM6818HPIM6816

დადიანების სასახლე
HPIM6814

აღდგენილია უკვე

PENTAX DIGITAL CAMERA

მარანი
HPIM6832HPIM6830

 

ქიზიყი (კამბეჩოვანი)

Изображение

კამბეჩოვანი (სახელწოდება წარმოდგება კამეჩ-კამბეჩისაგან), კახეთში, მოიცავდა ტერიტორიას მდ. ალაზნის ქვემოწელსა და მდ. მტკვარს შორის. ცენტრი ხორნაბუჯი. ანტიკურ წყაროებში მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.) როგორც ,,კამბისენე”. . კამბეჩოვანის გამო ხშირად ეცილებოდნენ ერთმანეთს იბერიისა და ალბანეთის სახელმწიფოები. V საუკუნის ბოლოდან, მას შემდეგ, რაც აქ მეფე ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯის საეპისკოპოსო დააარსა, კამბეჩოვანი მკვიდრად შევიდა ქართული კულტურული და პოლიტიკური გავლენის სფეროში.
1910200887919102008885
უბატონო კახეთი

სახელწოდება ქიზიყი ძირითადად გვხვდება მას შემდეგ რაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, კახეთი ჩამოყალიბდა როგორც ცალკე სამეფო. ეს პროცესი კი , როგორც ვიცით დაიწყო XV საუკუნიდან.ქიზიყელი გლეხები გათავისუფლებულები არიან ბატონყმური ვალდებულებებისაგან და დანიშნული მოურავის საშუალებით პირდაპირ კახეთის მეფეებს ემორჩილებიან. ამ თავისებურებამ დიდი როლი შეასრულა მათი ხასიათის სიმტკიცეში, თავისუფლების სიყვარულში და მეფისა და სამშობლოს ერთგულებაში.
“ქიზიყი“ მოხსენებულია, როგორც ცალკე დასახლებული პუნქტი, 1711 – 1716 წლების ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელშიც, სხვათა შორის, მითითებულია, რომ “გადასახადი” (“რიგის ძროხა”) უნდა გაეღოთ სოფლებს ბოდბეს, ხევსა და ხიზიყს თანაბრად. მაღარო-სიღნაღის უღელტეხილის არეში, ამ მხარის მოსახელე დასახლების (“ქიზიყის“) არსებობის ფაქტი ერთგვარ საბაბს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ქიზიყის პროვინციის წინაპარი – კამბეჩოვანის პროვინციის ცენტრალური დასახლებაც (უძველესი ქ. კამბეჩოვანის სახით) ამ უღელტეხილის არეში იყო. ცივ-გომბორის ქედის გადამკვეთი ყველა უღელტეხილი, როგორც ვიცით, ქვეყნის მესვეურთა შეუნელებელი ყურადღების საგანს შეადგენდა: მათი თხემები და მისადგომები აღიჭურვებოდა სათავდაცვო ნაგებობით, მათ ზონებში იქმნებოდა ადმინისტრაციული და სარწმუნოებრივი ცენტრები.
1910200895919102008877

ხორნაბუჯი

ხორნაბუჯი (ტოპონიმი) უნდა იყოს “დაბა ბუდის” ბერძნული თარგმანი; ბერძნული „ხორიონ”, რაც უდრის გამაგრებულ პუნქტს, ან “ხორა”, რაც მხარეს, სოფელს უდრის, და, დაბის სახელი “ბუდი“. მაგალითები ბგერა “დ”-ს გარდაქმნისა ბგერა “ჯ“-დ საკმაოდ მოიპოვება. ცნობილია, რომ ბერძნები ასეთ პრაქტიკას არ ერიდებოდნენ. “ქორა” (შემდეგ „ხორა“), როგორც ცნობილია ქართული “ქორეპიროპოსის” კომპონენტს შეადგენს (მხარის, სოფლის, ეპისკოპოსი).

1910200889119102008894

დაბა ბუდის ხორნაბუჯად ,,გარდაქმნით” უნდა აიხსნას ის უცნაური გარემოება, რომ ნინოს დაკრძალვის შემდეგ ბუდის სახელი ქართულ საისტორიო წყაროებში (მროველი, ჯუანშერი, “მატიანე ქართულისაი“-,,ქართლის ცხოვრება” ) სრულიად ქრება და მის მაგიერ თავს იჩენს აქამდე უცნობი “ხორნაბუჯი” . სარწმუნოებრივი ცენტრი ხორნაბუჯი რომ დაბა ბუდის წმ. ნინოს ტაძრის ბაზაზე აღმოცენდა და არა ჭოეთის მხარის “ახალ” ხორნაბუჯში, ამას შემდეგი გარემოება უნდა ადასტურებდეს: ვახტანგ გორგასალის მიერ კამბეჩოვანის მხარეში “თავისიანი” – ეპისკოპოსის დანიშვნის მომენტისათვის (472 – 473 წლებში)
ხორნაბუჯი თავის მნიშვნელობას კარგავს მონღოთა ასწლოვანი ბატონობის პერიოდში.დედოფლისწყაროში ვინც მოხვდება, ეს ულამაზესი ,,ნაშთი ძველი დიდებისა” , აუცილებლად უნდა ნახოს

ხორნაბუჯი დღეს საჭიროებს აღდგენას , გამაგრებასა და რესტავრაციას
19102008875191020088781910200889319102008890

ელია

19102008945

“თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება. შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მიჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან ცაში ამაღლდა”1c. (ა.დიუმა. კავკასია, თბილისი, 1970, გვ. 259_260).

1910200895419102008956

ადრეული ქრისტიანული საუკუნეებიდან მოყოლებული მრავალი რელიგიური მითი ვრცელდებოდა ელიის შესახებ. ჭექა-ქუხილის დროს ელია წინასწარმეტყველი ცაში თავის ეტლს დააქროლებდა და ეტლის თვლების გრიალი ჭექა-ქუხილის ხმას გამოსცემდა, ელვა კი იმ ეტლში შებმული ცხენების ფლოქვების დარტყმით წარმოშობილი ნაპერწკლები იყო. ამიტომ ელიას წვიმის, ჭექა-ქუხილის ღმერთს უწოდებდნენ.

19102008962

დედოფლისწყაროს მუზეუმი

მუზეუმში ძირითადად დაცულია დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ძვ. წ. VI-I სს-დან გვიანფეოდალურ ხანამდე) აღმოჩენილი თიხისა და ბრინჯაოს მასალა, ნუმიზმატიკა (VI ს. ვერცხლისა და ოქროს სასანური მონეტები, ქართული, ჰულაგოიდური, რუსული, გერმანული მონეტები), ეთნოგრაფიული მასალები (ქიზიყური ფარდაგები, ხურჯინები, ჯეჯიმები, ფიანდაზი, ოქრომკედით ნაქარგი ყაჯარი, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები), XX ს-ის ქართველ მხატვართა ფერწერული ნამუშევრები

191020089171910200892319102008920
დიდი მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს საინტერესო დღე აჩუქეს ჩემს მოსწავლეებს , ეს მუზეუმი უფასოდ ემსახურება დამთვალიერებლებს. იმედია ამ საგანძურს კარგ შენობას აუშენებენ , მუზეუმის თანამშრომლების შრომას კი სათანადოდ დააფასებენ .

19102008930

მირზაანი

,,ფიროსმანი დაიბადა 1862 (ან 1864) წელს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, შთამბეჭდავი ველებისა და გასაოცარი შემოდგომის მხარეში, რომელსაც სხვანაირად ქვეყნის ბეღელსაც უწოდებდნენ. ეს იყო ღვინისა და პურის მხარე, ვენახებისა და ყანების ქვეყანა.”-აკა მორჩილაძე

18102008778

 

ძველი თბილისი

dzvel tbilishi gaseirnebachven da dzveli tbilisi    მრავალ ათას წელს ითვლის თანამედროვე თბილისის ისტორია. საისტორიო წყაროებში თბილისი იხსენიება, როგორც „ტფილისი“. „ტფილი“ გახლავთ ძველი გამოთქმა სიტყვისა „თბილი“, რაც უკავშირდება თბილ წყაროებს, რომელიც ქალაქში უხვად მოედინება.

IV ს.- ში თბილისი წარმოადგენდა სპარსეთის პიტიახშის რეზინდეციას, რაც თავის მხვრივ უპირისპირდებოდა ქართლის სამეფო კარს მცხეთაში.

თბილისზე გადიოდა საქართვეთოს უძველესი ისტორიულ- გეოგრაფული პროვინციების შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთისა და თრიალეთ- ჯავახეთის გზები.

ყველა ზემოთ აღნიშნული  მიზებების გამო მეფე ვახტანგ გორგასალმა ქართლის სამეფო დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა, მცხეთა რჩებოდა კათოლიკობის სარეზინდეციო ქლაქად.

მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური გათხრები მეტყველებს, რომ თბილისის ტერიტორია IV ს- ში ყოფილა დასახებული. უძველესი სამოსახლო გახლდათ დელისის ტერიტორიაზე, (ენეოლითის ბანაში).

გვიანი ბრინჯაო დარე რკინის ეპოქაში (ძვ. II- I ათას.) თბილისი საკმაოდ დასახელებულია. უკვე ანტიკურ ხანაში თბილისის ქალაქის იერი აქვს მიღებული.

თბილისის ზღუდის მშენებლობა ვახტანგ გორგასალმა დაიწყო. პოლიტიკური ცენტრის გადმოტანა მცხეთიდან თბილისში განახორციელა მისმა მემკვიდრემ დაჩიმ, რომელმაც „განასრულა ზღუდენი ტფილისისანი“.

V-IV ს.ს- ში თბილისში, ანტიკური ქალაქების მსგავსად წამყვანი ადგილი სოფლის მეურნეობას ეკავა. ამით იგი განსხვავდებოდა ელინისტური ქალაქებისგან, რომელთა ცხოვრებაში მთავარი ვაჭრობა და ხელოსნობა იყო.

523 წ. ქალაქში ირანელების „წყალობით“ მეფობა გაუქმდა. თბილისში შაჰის მიერ მოვლენილი გამგებელი „მარზპანი“ ზის. მის პარალელურად არსებობდა ადგილობრივი აზნაურთა ხელისუფლება „ქართლის ერისმთავრის“ სახით.

VII ს.- ში თბილისს ბიზანტიელებმა და ხაზარებმა შემოუტიეს, ქალაქი დაიპყრეს და გაძარცვეს (ჰერაკლე კეისარი 628-629).

VII ს.- ის შუა წლები- ბიზანტიული დამპყრობლები არაბებმა შეცვალეს. მურვან ყრუს შემოსევების შემდეგ (735 წ.) თბილისში არაბის ამირა ჯდება, აქედან ავრცელებდა იგი ხალიფატის უზენაეს. ხარკი დამძიმდა. დაიწყო ქრისტიანული სარწმუნოებების დევნა. მიუხედავად ამისა თბილისი ინარჩუნებდა ქართლის კულტურულ ცენტრის როლს.

IX ს.- ის დამდეგიდან, როცა ხალიფატის დიდი სახელმწიფო დაშლის პროცესი დაიწყო, ამირებმა დაიწყეს განდგომა, ხარკს აღარ აგზავნიდნენ. თბილისის ამირა საჰაკი ხალიფას ურჩი ყმის დასასჯელად 853 წ. თბილისში „ ზღვის ვეშაპად“ წოდებული ბეღა- თურქი შემოდის. საჰაკი მმოკლეს, ქალაქს ცეცხლი წაუკიდეს.

მშვიდობიან დროებათა შუალედში თბილისი ნელა, მაგრამ მაინც იშუშებდა იარებს. იგი იზრდება მტკვრის აღმა, ჩრდილოეთით. VII ს.- ის დამდეგს იგი დღევანდელი ბარათაშვილის სახელობის ხიდამდე ვრცელდებოდა.

VIII ს- ის მიწურულამდე თბილისის მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, ძველ საზღვრებში რჩებოდა, დინების გაყოლებით ორთაჭალის ბაღებამდე. ქალქაის უძველეს ნაწილში IV საუკუნიდანვე ჩანს „კალაც“ (დედა- ციხე). IX- XI ს- დან თბილისი ფართოვდება ისანის (ავლაბარის) ხაჯზე.

XI ს- ის 90 წლებიდან იწყება ახალი პერიოდი ფეოდალური საქართველო. იგი უყკავშირდება თურქ- სელჩუკთა სახელმწიფო შესუსტებას; ამ პერიოდში ქართლის მეფე უკვე დავით IV აღმაშენებელია.

1122 წ. დავით მეფემ „პირველსავე ომსა“ აიღო თბილისი და ქართლის ყოფილი დედაქალაქი თავის ძველ უფლებებში აღადგინა.

იმ დროიდან უფრო ფართო მასშტაბით იწყება თბილისისა და მთელი საქართველოს აღორძინების პერიოდი.

XII ს. თბილისი, საქართველოს და მთელი კავკასიის კულტურული ცენტრი იყო. (თამარ მეფის „ოქროს ხანა“). თბილისში პატივს სცემდნენ სხვადასხვა სარწმუნოების ხალხის შვილებს, მეცნიერებს, მწერლებს, პოეტებს . . .

XI- XII ს. ს. თბილისის ტერიტორია ფართოვდება. გადაილახა ციტადელის გარშემო არსებული ზღუდეები. ქალაქის ზრდა ირგვლივ მდებარე სასოფლო- სამეურნეო რაიონის ხარჯზე ხდება. დასავლეთით მტკვრის აღმა, ქალაქი მდ. ვერემდე გაფართოებუთლა და ცნობილი ლურჯი მონასტერი მის ფარგლებში მოქცეულა.

XIII ს. 20- 30 წლებიდან იწყება საქართველოს განვითარების შეფერხება . . . მკვეთრად გაუარესდა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
<
XIV ს-ის I ნახ.- ში გიორგი V ბრწყიონვალეს მეფობუს დროს (1318- 1346) თბილისს კვლავაც დაეტყო მშვიდობის კეთილისმყოფელობა. . . მაგრამ აღდგომა ხანმოკლე აღმოჩნდა.

XVI ს. 80- იანი წლებიდან საქართველოს წალეკვით ემუქრებოდნენ შუა აზიიდან მოდენილი თემურლენგის ურდოები. 1386 წლის ნოემბერში მათ აიღეს თბილისი „იაავარჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხეს მას შინა (ნარიყალა, მეტეხი) “. . . არც XV ს- ში ყოფილა დღემზიანი თბილისისათვის. დედაქალაქის ძარცვა დროგამოშვებით მეორდებოდა. (1440, 1477, 1488).

საქართველოს საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო გართულდა 1453 წლიდან, როდესაც ოსმალებმა აიშეს ბიზანტიის დედაქალაქი კონსტანტილოპოლი. საქართველოს გაუმეზობლდა ისმალის მიმდევარი, ანტიქრიასტიანული სახელმწიფო. საქართველოს მტრული გარემოცვის რკალი საბოლოოს შეიკრა XVI ს.- ის დამდეგიდან, როცა საქართველოს სა,ხრეთ- აღმოსავლეთი ყიზილბაშური ირანი გაუმეზობლდა.

ღნიშმულ პერიოდში თბილისი მხოლოდ ქართლის პოლიტიკური ცენტრი იყო, მაგრამ მაინც არ თმობდა საქართველოს ერთიანობის აღდგენისათვის ბრძოლის თაოსნის ფუნქციებს.

1522 წ. ირანის შაჰ ისმაილმა თბილისი ააოხრა. გაძარცვა ეკლესიები და ამ „საზღაურით“ ავლაბრის ხიდის გვერდით მეჩეთი ააგებინა. ქალაქის ციხეებში სპარსული გარნიზონი ჩააყენეს.

1578 წელს თბილისი ოსმალება დაიპყრეს. საქართველოს დედაქალქი საჰაშოდ გამოაცხადეს, მაგრამ ქართველებმა მალევე დაიბრუნეს ქალაქი, რომლის მმმოსახლეობა XII საუკუნესთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები იყო.

1619 წ.დან თბილისის ფაქტობრივ გამგებლად ხდება გიორგი სააკაძე, რომელიც ფარულად უდგება სათავში საქართველოს განთავისუფლებას. თავადური რეაქციის  წინააღმდეგობის დაძლევა “დიდმა მოურავმა“ ვერ  მოახერხა. ბაზალეთის ტრაგედიამ ( 1626 წ.) სააკაძე ბრძოლის ველს ჩამოაშორა და უცხოობაში (ოსმალეთში 1629 წ.) დალია სული.

XVII ს. 40-იანი  წლებიდან ვიდრე XVIII ს. 20-იან წლებამდე ქართლის ცხოვრებაში შედარებით მშვიდობიანი ხანაა. ქართლის ტახტზე ირანი როსტომ-ხანს სვამს. მან შეუხამა ერთმანეთს ქართული სამეფოსა და სპარსეთის ინტერესები. ასეთი ორმხრივი პოლიტიკით მეფემ შეძლო მშვიდობის მოპოვება. ეს მალე დაეტყო ქალაქებსა და სოფლებს. კიდევ უფრო შედეგიანია ვახტანგV შაჰ-ნავაზის მეფობა (1658-1675) განახლდა თბილისის თავსადაცავი

ზღუდეები ანჩისხატისა და სიონის ეკლესიებს შორს, მტკვრის ნაპირზე აშენდა მეფის ულამაზესი სასახლე.

XVII ს. 70-იან წლებში “თბილისის აღმოსავლეთის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი იყო“ (შარდენი) თბილისის საშუალებით ევროპა უკავშირდება აზიას . . . მაგრამ, სამწუხაროდ , ამავე საულუნის დამლევს ევროპელებმა “აითვისეს ინდოეთისაკენ მიმავალი გზა საზღვაო გზა“ (აფრიკის გარშემო) რამაც, რათქმაუნდა გავლენა იქონია თბილისის ეკონომიკაზე.

XVII ს. I მეოთხედში ვახტანგ VI-მ დიდად შეუწყო ხელი საქალაქო ცხოვრების განვითარებას. გაუმჯობესდა ს    ავაჭრო-საქარავნო გზები, მსხვილი სარეწები- სტამბა, სამეფო ზარაფხანა, უმჯობესდებოდა ქალაქის კეთილმოწყობა. . . მაგრამ, უკვე მერამდენედ

მდგომარეობა კვლავ აირია. . . დაირღვა ირან- ოსმალეთის ზავი, ქართლში ჰეგემინიისთვის ბრძოლას იწყწბს რუსეთი (პერტე I).

საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა დაიძაბა. კახთა მეფე- კონსტატინე (მაჰმუდი) სპარსეთის მხარეს აღმოჩნდა, ვახტანგ VI- ს რუსეთისკენ ეჭირა თვალი. ამავე დროს ოსმალეთი თბილისისკენ მოიწევდა. კონსტატინემ 1723 წ. ლეკებთან კავშირში, თბილისი ააოხრა. ამას მოჰყვა  ოსმალთა გაბატონება ქალაქში. ისინი აქ 12 წელი რჩებიან. თავიანთი ჩანაფიქრი- საფაშოდ გადაექცათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ქალაქს დიდი ზიანი მიაყენეს.
gallery_6_13_196
1735 წ- დან თბილის კვლავ ირანელთა ხელშია. იგი მორიგ ძარცვის ობიექტად იქცა. მათი საბოლოო განდევნა ხდება 1748 წელს მეფე- მეომრის ერეკლე II- ის  ხელშეწყობით. თბილისი იბრუნებს კულტურული და ეკონომიკური ცენტრის ფუნქციებს.

ერეკლე II- ს მოხსნა ქალაქს სპარსელების მიერ აგებული ქვითკირის გალავანი. (ეს გალავანი თიშავდა ციხის ტერიტორიას ციხის მოედნისგან) აღდგა ქალაქის ტერიტორიის ერთიანობა. გაიხსნა ჩაკეტილი დარიალის გზა, განმტკიცდა სააღევმიცემო კავშირი რუსეთთან, გაფართოვდა ვაჭრობა ირანთან და თურქეთთან. მრავლდება დიდი საწარმოების რაოდენობა- ზარბაზნებისა და მინის წარმოებანი, მარილსახდელი, სამღებროები. . . მოსახლეობა 24 ათასამდე გაიზარდა.
gallery_6_13_3874
XVIII ს. დამდეგს ყალობდება სტამბა, სიონის ახლოს არსდება წიგნსაცავი. ჩნდებიან სახელმწიფო სკოლები. 1755 წ. დაარსდა ფილოსოფიური სემინარია.

ერეკლე II კართან დაახლოებული პირები არიან აომეხი პოეტი საიათნოვა, აზერბაიჯანელი ვაგიფი, ვიდადი. . . მაგრამ. . .

1795 წელს თბილისის კარებს მოადგა აღა- მაფმად ხანი (ირანის მბრძანებელი). თბილისი გაძარცვეს და ცეცხლს მისცეს. 15 000 ტყვე ირანში გადაასახლეს. თბილისის მოსახლეობა განახევრდა.

1798 წ. საქართველოს „რკინის კარები შაეხსნა“. ერეკლე II გარდაიცვალა. გიორგი XII- მ 1799 წელს „გეორგიევსკის ტრაქტატი“ განაახლა. რუსთა რეგიონი თბილისში შემოვიდა. 1801 წელს რუსეთმა მოახდინდა ქართლ- კახეთის ანექსია. თბილისი ამიერკავკასიის ცენტრად და რუსეთის იმპერიის სამხედრო მოქმედების ბაზად იქცა ახლო აღმოსავლეთში.
gallery_6_13_7628
მოსწავლეები უპირვეელს ყოვლისა უნდა იცნობდნენ თავის ქალაქს, იცოდნენ ისტორია , უყვარდეთ მისი წარსული და ფიქრობდნენ მომავალზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ყველა მასწავლებელი ცდილობს ამ შემეცნებაში , თავის ქალაქთან შეხვედრაში მოსწავლეს აუცილებლად დაეხმაროს 🙂
chven da meetexiatesggazeateshga kvlavmivdivart ateshkasgen

 

მესხეთი

6IMG_3174IMG_3183IMG_3413ტრეიტორიული დაყოფით აქ სულ ექვსი რაიონიაახალციხეადიგენიახალქალაქიასპინძა, ბორჯომი და ნინოწმინდა.

მესხეთი  საკმაოდ რთული ლანდშაფტითა და არაერთგვაროვანი გეოკლიმატური პირობებით ხასიათდებავახუშტი  ბაგრატიონი წერს ხოლო არს ქვეყანა ესე ფრიადმრავალ და დიდროვან მთიანკლდიანიხევიანღრატოიანიტყიანი,მდინარიანწყარიოანტბიანი და მცირე ველოვანიზამთარ ადგილადგილ ცივი დადიდთოვლიანიადგილ ფრიად თბილიზაფხული შეზავებულ რამეთუ აქვს მთანი    აგარაკნი ფრიად ახლოსხოლოადგილს ფრიად ცხელ და გაუსაძლისი. . . ”

 მესხეთი ანუ იგივე ახალციხის ქვაბული მცირე კავკასიონის ლანდშაფტური ოლქის სამ რეგიონს   შორისაა მოქცეულიჰავა კონტინენტურიატყიან მიკრორაიონებში ,მაგალითადროგორიცაა ურაველის ხეობაოცხის ხეობაოშორის მხარეზომიერად ცივი ზამთარი იცისზაფხული  ასევე ზომიერად  თბილია. მაგრამ არის ადგილები ფრიადცხელი და გაუსაძლისიასეთია ადგილებია ახალციხისა   და ასპინძის სამხრეთით მდებარე ხრიოკები და კლდეები.

mesxeTis rukamesxetis ruka 2

პავლე ინგოროყვა – საქართველოს რუქები გიორგი მერჩულედან

ისტორია 

           ზემო ქართლიანუ მესხეთი აერთიანებდა მდმტკვრის აუზის ზემო წელს სათავიდანბორჯომის ხეობამდეაგრეთვე ჭოროხის აუზსსათავიდან  აჭარისწყლის ხეობის ჩათვლითმტკვრის ზემო წელზე მდებარეობდასამცხეჯავახეთიარტაანიერუშეთიკოლახოლო ჭოროხისაუზშიკლარჯეთიშავშეთიტაოოლთისიაჭარა და სპერი.

   სახელწოდება სამცხე წარმოსდგება მესხთა ტომის სახელისაგან  (სა მესხთასამეცხესამცხე). მესხეთი  დაწინაურებული ეთნოგრაფიული რეგიონი იყოროგორც ეკონომიკურიისე კულტურული თვალსაზრისითაქ არის აგებული ქართულიარქიტექტურის შესანიშნავი ძეგლები   (საფარაზარზმაბიეთიჭულე,თმოგვიხერთვისიკუმურდო..)   კლდეში ნაკვეთინაგებობანი (ვარძია). სამცხეშია შექმნილი ბექააღბუღას სამართლისწიგნი.

    სამცხე მთლიანად გაუპარტახებიათ არაბ დამპყრობლებს (VII-VIII.ისერომ     ,,არღარა იპოვებოდანაშენებიარცა საჭამადი და პირუტყვი ყოვლადვე..”  IXის დამდეგს აქ ტაოკლარჯეთის სამთავრო ჩამოყალიბდარომელსაც ქართლის უკანასკნელმა ერისთავმა აშოტ ბაგრატიონმა ჩაუყარა საფუძველიაშოტის  შთამომავალმა (შვილის შვილისშვილმა)  ადარნასებაგრატიონმა ქართველთა მეფის” ტიტული მიიღოამიერიდან ამ სახელმწიფოსქართველთა სამეფო” ეწოდაგაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის   ბაგრატ III-ის (978-1014)  დროს მესხეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილიაიმპერიოდშიროდესაც იბერიას რთული პერიოდი დაუდგაკერძოდმონღოლებისშემოსევების ჟამს, 1266 წელს სამცხე ცალკე ერთეულად ხასინჯუდგამოცხადდა, ,, რომელმაც ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობას გიორგი V-ის(ბრწყინვალესბაბუის ბექა ჯაყელის ათაბაგობის პერიოდში მიაღწია

   1590 წლის ირანოსმალეთის ზავით მთელი სამცხესაათაბაგო ოსმალეთს ერგოსამხრეთ საქართველო დიდი ხნით მოექცა ოსმალთა იმპერიისშემადგენლობაშიოსმალებმა აღწერეს მთელი  გურჯისტანის ვილაეთი” (სამცხესაათაბაგო). 1595 წელს შეიქმნა ,,გურჯისტანის ვილაეთის დიდიდავთარირისი მიხედვითაც მთელი სამცხე იყოფოდა 8 სანჯაყადრომლებშიც1160 სოფელი შედიოდა. 1625 წელს სამცხესაათაბაგომროგორც პოლიტიკურმაერთეულმა არსებობა შეწყვიტა.

uRelivaria

სამცხეჯავახეთი განვითარებული მიწათმოქმედების ქვეყანა”  იყო. VI ის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელის ცნობითმესხეთის მთები არც მწირია და არც ნაყოფიერებას მოკლებულიარმედ სავსეაყოველგვარი სიკეთითრადგანაც მესხები მარჯვე მიწის მუშები არიან და აქ ვენახებიც არის.” თუმცა თურქეთისდაპყრობის შემდეგმიწათმფლობელობის ქართული წესი ოსმალური წესით შეიცვალამიწის დროებითმფლობელებად სამხედრო ვალდებული გამოცხადდაესუკანასკნელი კი აუცილებლად მაჰმადიანი უნდა ყოფილიყო . ამანდააჩქარა მესხეთის ისლამიზაციათავდაპირველად ფეოდალებიგამაჰმადიანდნენ,  XVII ის  შუა ხანებიდან კი დაიწყოინტენსიურად გლეხების გამაჰმადიანებამესხების შესახებვახუშტი ბატონისვილი (ბაგრატიონიწერდახოლო კაცნი და ქალნიარიან მსგავსნი ქართველთათანი  არამედ უმეტეს ნელია დაენატკბილად მოუბარნიტანოვანნიმხნენიშემართებულნი,შუენიერნიცოდვახელოვნების მოყუარენიარამედ აწ,მაჰმადიანობის გამოარღარა…”    

image8icam0016iy1

  დაიწყო ქრისტიანობის სასტიკიდევნამონასტრებს ანგრევდნენმათ ადგილას მეჩეთებსხსნიდნენმძიმე გადასახადები დაეკისრა გლეხობასხალხიმასობრივად ტოვებდა სოფლებსგურჯისტანის ვილაეთის დავთრის” მიხედვით 3000ზე მეტი სოფელიდაცარიელდაგაუკაცრიელებულ ადგილებზე თურქებმა არაქართველი მოსახლეობის ჩამოსახლება დაიწყეს

   1828 წელს გაფორმებული ანდრიაპოლის ზავით (ომიმიმდინარეობდა რუსეთსა და თურქეთს შორისგაიმარჯვარუსეთმარუსეთმა თურქეთს ჩამოართვა ახალციხეახალქალაქი,ასპინძააწყურიხერთვისიქვაბლიანიაბასთუმანი და ჭაჭარაქი დადანარჩენ საქართველოსთან ერთად რუსეთის მფლობელობაშიშევიდა.

   1829 წლიდანრუსეთმაპასკევიჩის ინიციატივით,აყარეს ადგილობრივი მოსახლეობა (მიზეზიმაჰმადიანობადათურქეთში გადაასახლესმათ ნაცვლად კი ანატოლიელი სომხებიჩამოასახლეს. (30000 სომხური ოჯახირითაც დასაყრდენი შეიქმნესსამხრეთში და შექმნეს ენთოკონფლიქტური   კერაამ ფაქტის შემდეგმესხეთში მოსახლეობის 90% ზე მეტი არაქართველმა შეადგინა.

ახალციხეში ჩვენ მეგობარი სკოლა გვყავს , სადაც ვიყავით და განათლების სფეროში არსებული  სიახლეები ჩავიტანეთ, ეს იყო რამდენიმე წლის წინ …

IMG_3209IMG_3214IMG_321612347

მესხეთის ეთნოგრაფია 

ძირითადი თავისებურება მესხეთისთვის არის მისი ეთნიკური მრავალფეროვნებამოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველები და სომხები შეადგენენაქ ცხოვრობენ აგრეთვე ბერძნებიოსები და რუსები.ახალქალაქი და ნინოწმინდა შეადგენს ეთნიკურად ჰომოგენურ ჯავახეთს – აქ 90%-ზე მეტს სომხები შეადგენენ.ჭრელია მესხეთი რელიგიურადაცაქ  სახლობენ მართლმადიდებელი   ქართველები (ძირითადად სამცხე),გრიგორიანელი სომხებიკათოლიციზმის მიმდევარი ქართველი  და სომეხი მოქალაქეების ნაწილი.

საცხოვრებელი ტიპი

სამცხეში წარმოებულმა დაკვირვებამ ცხადყო, რომ აქ სამი ტიპის საცხოვრებელ სახლთან გვაქვს საქმე. ამათში, უძველესია – დარბაზი – ერდოიან გვირგვინიანი სახლი; მეორე ტიპია – ოდა – ოდური ბნიანი ბრტყელი სახურავით, ხოლო, მესამე ტიპია ე. წ. ლაზური სახლი.

რაც შეეხება პირველ ტიპს – ერდოიან-გვირგვინიანს, სამეცნიერო ლიტერატურაში რამდენიმე სახელით არის ცნობილი. საქართველოში გავრცელებულს ვეძახით – დარბაზულს, სომხეთში არსებულს გლახუნს ეძახიან, ხოლო აზერბაიჯანისათვის დამახასიათებელია – ყარადამი.

საქმე იმაშია, რომ დარბაზული ტიპი გვხვდება ქართლშიც, მაგრამ მათ შორის შეიმჩნევა სხვაობა. სამცხეში იგი შენობათა მთელი რიგირ შემცველი, მთლიანი კომპლექსია, რომლის შემადგენელი ნაწილები გარკვეული დანიშნულებისანი არიან. ასეთ შენობას ცენტრალური საცხოვრებელი ნაწილის გარდა ახლავს: კარაპანი, ბაკი, საფურნე, ბოსელი და საბძელი.

დარბაზის ერთი დამახასიათებელი ნიშანთაგანია მისი მოთავსება ფერდზე ისე, რომ ზურგით იგი მიწაშია შეჭრილი. ფასადი ერთადერთი აქვს – იქ საიდანაც შესასვლელია მოწყობილი.

როგორც ცნობილია, ამ მხრის ძირითადი საცხოვრებელი XX საუკუნის ოციან წლებამდე ჯერ კიდევ ერდოიან-გვირგვინიანი სახლი იყო. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ტიპის საცხოვრებელი ყველაზე უძველესი ნაგებობაა. იგი, როგორც სახლი, ჯერ კიდევ მესამე ათასწლეულის შუა პერიოდში უნდა არსებულიყო.სამცხის სოფლისათვის დამახასიათებელი იყო საყდარი, მოედანი, სასოფლო წყარო და სასაფლაო.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასმელი წყლით მომარაგება ყოველთვის უმაღლეს დონეზე იდგა. წყარო – საყდრის გვერდით ან სხვა მოხერხებულ ადგილას იყო გაყვანილი.

ადამიანის საცხოვრისი – დარბაზი, ბოსელი, საბზელი და შენობის საფასადო მხარეს არსებული, წინიდან ღია ფარდულის მსგავსი სათავსო კარაპანი ჰორიზონტალურ დაგეგმარებაში იყო წარმოდგენილი.

მესხურ კარაპანს შიდა სამეურნეო საქმიანობაში და ყოფაში მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზაფხულში და შემოდგომის პირას აქ წარმოებდა შიდა სამუშაოეი – ჯვალოს ტომრების დამზადება, არყის ხდა, ფარდაგების დამზადება და ა.შ. ზაფხულში აქ ეძინათ საქორწილო ასაკის ვაჟებს, მათთვის განკუთვნილი დიდი ზომის ტახტზე, რომლის გვერდით მდგარა შიგნიდან შესალესი ხორბლეულის შესანახი დიდი გოდორი – და ,,ლამაზბარი’’.

კარაპანის მარჯვენა მხარეს, კედელში დატანებული კარი დარბაზში შესასვლელს წარმოადგენდა. კარი შიგნიდან იღებოდა, საკეტად ურდული გამოიყენებოდა, რომელიც გარედან საიდუმლო გასაღებით ირებოდა.

დარბაზი – დიდი ზომის სათავსოა. ოთახის ცენტრში XIX ს დასასრულამდე კერა ჰქონდათ მოკერა მოგრძო ზომის ყოფილა და მის თავზე აყარი ყოფილა გამართული. აყარზე ჩვეულებრივ საქვაბე ჯაჭვით იყო ჩამობმული. მარცხენა კედელთან მოწყობილი ყოფილა ხის ორი დიდი ტახტი, ისინი იმდენად ფართო იყო, რომ 10-15 კაცი ეტეოდა, შესასვლელი კარის მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ტახტი ყოფილა ახალშეუღლებული ცოლ-ქმრისთვის. ეს ადგილი ყველაზე ბნელი მხარე იყო დარბაზში. აქვე იყო საკუჭნაო, სადაც იდგა თიხისა და ხისაგან ნაკეთები სხვადასხვა ზომის კასრები, სადაც ინახავდნენ რძისა და ხორცის პროდუქტებს. აქვე იყო ჩაფლული მწნილის პატარა ქვევრები – მოწაში ამოთხრილი და ქვითკირით ამოშენებული იყო ხორბლის შსანახი ხარი, რომელიც ფორმით დიდ ქვევრს წააგავდა. ამ ადგილს ეწოდება ,,საციო”. მის გვერდით მიდგმული იყო დიდი ზომის საფქვილე ამბარი, კარის სიახლოვეს საწყლე იყო გამართული, რომლლის თავზე გამართული ყო თაროები, სადაც ელაგა საოჯახო ჯამ-ჭურჭელი. ქვაბები და ქოთნები ბუხრის მარცხენა მხარეს არსებულ წალოში ინახება.

დარბაზის გადახურვა თავისებურია: ოთხივე კედელთან მიდგმულია კედელზე თითქმის ერთი მტკაველით დაბალი მრგვალი ძელებით. ძელებზე გადებულია საკმაოდ მსხვილი ,საწარბე” ანუ საკედლე ზელები. კედელთან მოშორებით აღმართულია სამ ძელზე დამუშავებული დედაბოძი.სამ დედაბოძზე საკედლე ძეგლებამდე გადებულია დიდი თავხეები და შეკრულია მეორე, შედარებით მცირე კვადრატი, რომლის ფართიდან გამოტოვებულია ფურნე, ახალი ცოლ-ქმრისა და საციოს მხარე.

მეორე კვადრატზე დადგმულია შედარებით მოკლე, საკმაოდ მსხვილი ძელებით შეკრული მესამე კვადრატი.ასევე პროპორციულად შემცირებულია გვირგვინის  მეოთხე კვადრატი, აქვეა მოწყობილი ერდო..ძელური კვადრატები ჩალითაა ამოტენილი, შემდეგ დატალახებული.ასეთი გადახურვის გამო დარბაზის საერთო ჭერი წაკვეთილი პირებიდებურას არის შემაღლებული.

მესხური დარბაზი თავისი ფართით ზოგჯერ 400 კვ.მტ. აღმემატებოდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ აქ ძირითადად ხალხმრავალი ოჯახები გვხდებოდა.ოჯახისთვის XIX ს-ის მიწურულისთვის დამახასიათებელი იყო ოჯახის უფროსის ტერმინის არსებობა.მისი ორი ვარიანტი არსებობს. Pირველი ,,ბერიკაცი”, მეორე ,,მამასახლისი”.იგი განაგებდა საოჯახო საქმეებს.მამასახლისს გვერდში ედგა მეუღლე- დიასახლისი, რომელიც უძღვებოდა საქალებო საქმეს. დიასახლისის სიკვდილის შემთხვევაში მის ადგილს ოჯახში უფროსი რძალი იკავებდა,, ხოლო თუ მამასახლისი გარადიცვლებოდა, მას უფროსი ძმა შეცვლიდა.

დარბაზიa12

საერთო სურათის შესაქმნელად, მესხი ქალის ჩაცმულობის წარმოსახვსათვის, შეგვიძლია მოვიშველიოთ სერგი მაკალათიას ჩანაწერი:

,,ქალები იცვამდნენ კალთიან კაბას, ნაოჭიანს და წინ გახსნილს.შიგ ეცვათ წითელგულიანი  პერანგი, რომელიც ვერცხლის ღილებით იკვრებოდა.პერანგზე ატარებდნენ ,,ზუბუნს”.კაბის საგულეს იკრავდნენ ,,ანდუსტით და ვერცხლის ძეწკვით.”

ქალები ქვეშ ატარებდნენ გრძელ შარვალს, რომელსაც  ტოტი (ბოლოები) მოქარგული ჰქონდათ, ოქრომკედითა და ფერადი ძაფებით.კაბის წინ იკეთებდნენ დაჭრელებულ საფარს-,,ფეტემალს”.საინტერესოა თითოეული დეტაილს აღწერილობა, რომელსაც, მოკლედ, ქვემოთ შევეხებით:

 ქალის ტანსაცმელი:

როგორც ვიცით, ისტორიული წყაროებიდან, XVII ს-დან მესხეთს თურქეთი იპყრობს.ოსმალო დამპყრობელი აქ ისლამს ავრცელებს, რასაც მოჰყვა თურქული ენის გავრცელება და ჩასაცმელის შეცვლა.

XIX ს მესხეთში გავრცელებული ჩაცმულობა მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს სხვა კუთხის სამოსისგან.

ძალით გამაჰმადიანებულ ქართველთა ჩაცმა-დახურვაში, განსაკუთრებიტ კი გლეხობაში, შენარჩუნებული იყო  ძველი ქართული კოსტუმის ელემენტები.

ქალის ჩაცმულობის ძირითად ელემენს შეადგენდა: პერანგი, ქვედატანი(საკალთე), კაბა(ყაფანან),წინსაფარი(ფეშთამალი), ელეგი, ზუბუნი, ყურშაჭო (საწელური), ბელ-ბაღი(სარტყელი),ლეჩეგი(ლეჩაქი),ფოში (თავსაბურავი)ეპრასი (წამოსახურავი), წინდები, სამკაულები და ა.შ

პერანგი – გრძელი, თითქმის მუხლამდე.გრძელსახელოებიანი, მაჯებში იკვრებოდა ღილებით.ირთვებოდა შავი ძაფით(თუ პატრონი გასათხოვარი არ იყო). იკერებოდა თეთრი ქსოვილებისგან, ყელი მაღალი ჰქონდა, წინა მხარეს მკერდის ქვემომდე იკვრებოდა ღილებზე.

ნიფხავი – გამაჰმადიანებული დედაკაცი გაურბოდა ამ სიტყვის ხმარას, მას დიზღის- დუზლუქსაც უწოდებდნენ, რაც სამუხლეს ნიშნავს. ნიფხავი წელიდან ფეხის კოჭებამდეა.ზემოთ სატავე აქვს მიკერებული, რომელშიც ხონჯარია გაყრილი.ტოტის ბოლოებიც ხონჯებითაა დამაგრებული კოჭებთან.თუმანს დახელოვნებული დედაკაცები კერავდნენ ხოლმე. კაბისქვემოთ ნიფხავის გამოჩენა სირცხვილად არ ითველბოდა,საცვალის ეს ფორმა განსაკუთრებულია, სხვაგან ანალოგი არ მოიპოვება.

საკალთე – (ათაქლუღი)-ქვედატანს ნიშნავს.ახალგაზრდებისა უფრო ვიწრო, ხოლო რძლებისა და მოხუცებისა მრავალნაკეციანი.

კაბა – (ყაფთანი)- ქალის ზედა სამოსი. იხმარება ყველა ასაკში.ძუძუმწოვარა ბავშვიანი ქალის კაბის საკინძე მკერდამდეა ჩახსნილი, ღილებიტ იკვრება.სხვა შემთხვევაში კაბის საყელო დახშულია, ქალიშვილების კაბა ზურგზე იყო ჩაჭრილი და ღილებით იკვრებოდა, ახალგაზრდების საკაბედ წინწკლიანი, ყვავილიანი ჩითი იყო მირებული, გასათხოვარისა  მწვანე, ყვითელი და თვითელი ჩითი; ხანში შესული ქალები შავ, მუქ ლურჯ და მუქ ყავისფერ  თალხი ფერის კაბებს იცვამდნენ

წინსაფარი (ფეშთამალ) – ჩაცმულობის ძველი ელემენტია.მისი დანიშნულება კაბის სუფთად შენახვაა საოჯახო საქმეების დროს.იგი იმდენად შეხამებულია კაბასთან, რომ გადაქცეულია ტანსაცმლის ძირითად ნაწილად.

ზედატანი – ,,ჟაკეტის” მაგივრად იხმარება.აქვს საყელო. Kერავდნენ ორმაგი ქსოვილისას. ჭინა მხრიდან წითელი, მოკაზმული ხავერდი აქვს დაკერებული, შიგნიდან უბრალოდ შავი, ან ლურჯი ქსოვილი. Gულისპირზე და მაჯებზე უკეთდებოდა ნაქარგი, რომელიც შესრულებულია თეთრი ან შავი ბამბის ძაფით.

იალაგი ელეგი იკერებოდა ფარჩისაგან.ფერს არჩევდნენ სქესის, ასაკის და გემოვნების მიხედვით.იგი უმკლავო მოკლე, გულგახსნილი, წელვიწრო ჩასაცმელია.

ზუბუნი  მისი დანიშნულებაა სხეულის დაცვა სიცივისგან.იგი შედგება პირისა და სარჩულისგან , რომელთა შორის  ბამბაა ჩატანებული იკერება მუქი ფერის ფარჩისაგან.საყელოსა და გულისპირზე მოქარგულია წინ მთლიანად გახსნილია, იკვრება ღილებზე.

ბელბაღი – იგი შინ ნაქსოვი ჭრელი შალის წელსახვევია.იგი მესხური კოსტუმის ელემენტია და სიტყვა-სიტყვით წელსახვევს ნიშნავს. Mას ხანში შესული ქალები ხმარობდნენ.

კათხა  .  ქართული ჩიხტის სახეცვლილი ფორმაა, მას მხოლოდ გათხოვილი ქალები ხმარობენ.

ლეჩაქი (ლეჩეგი)  მას მესხი ქალები გათხოვებიდან სამარემდე ატარებდნენ.იგი ორი სახისაა 1. მარმაშის; 2.ბლონდის- დღესასწაულებზე, ქორწილებზე იკეთებდნენ.ლეჩაქის დანიშნულებაა ქალის მხრებისა და თმის დაფარვა.მესხურ ლეჩაქს ანალოგი არ მოეპოვება.

ფეხსაცმელი (კონდურა) – გავრცელდა XIX სის 30- იან წლებში,, როცა არზრუმიდან სომხები ჩამოასახლეს.სომხები ხელოსნები ამ ფეხსაცმლით ამარაგებდნენ სამცხე-ჯავახეთს. საუკეთესო საპირეებად ითვლებოდა თხის ან ხბოს ტყავი, ქუსლის სიმაღლე 3- 4 სმ-ია, ზედ ნაილ იყო დაკრული, საძირეები საქონლის ან კამეჩის ტყავისაგან მზადდებოდა.

 

 სამკაული

სამკაულს მესხი ქალის ჩაცმულობაში მთავარი ადგილი უკავია, ოდითგანვე, ისტორიულად სამხრეთ საქართველო ცნობილი იყო ოქრომჭედლობის განვითარების მაღალი დონით.XIX ს-ში ახალციხეში გავრცელებულია ოქრომჭედლობა, რომელიც დაფუძნებულია ძველ ქართულ ტრადიციებზე.

სარტყელი-მთავარი სამკაული მესხი ქალისა.ქამარი ვერცხლისაგან კეთდებოდა, დაფერილი ყოფილა ოქროთი, იშვიათად გვხვდებოდა ოქროსგან დამზადებული.

გვხდება ორი სახის ქამარი :1: ,,ჯამუშგოს”(კამერისთვალი) და 2. ,,თაზთა”(ფიცარი).პირველი მეორეზე ძვირფასია, ვინაიდან ,,ჯამუშგოზის” დამზადებაზე უფრო მეტი შრომა და მასალა იხარჯებოდა.ქამარს ხმარობდნენ ქორწილში, სტუმრობისას, დღესასწაულებზე.

ბეჭედი – ქალიშვილი ან ვაჯი თუ ბეჭედს ატარებდა, ეს ნიშნავდა რომ იგი უკვე დანიშნული იყო.იგი ეკეთათ შუა თითზე, არათითზე ან ნეკზე.

ბეჭედი ორნაირია  უთვალო ე.წ. ჰალღა და თვლიანი ,,ყაშიანი”.

სამაჯური(ბილაზუკი)-ჩვეულებრივ იგი წვრილია.გავრცელებულია როგორც ვერცხლის, ასევე ოქროთი დაფერილი, ან მარტო ოქროსი,

საყურეები– სხვადასხვანაირია როგორც მასალით ასევე ფორმით.მასალად იყენებენ როგორც ჩვეულებრივ ლითონს, ასევე ვერცხლს და ოქროსაც.ფორმა გავრცელებულია ალუბლისმაგვარი, მთავარი მტევნის და ა.შ…

 

მამაკაცის ჩასაცმელი

 

სამცხე-ჯავახეტში მამაკაცის ჩასაცმელში შედიოდა: პერანგი, შარვალი, ჩოხა, ნაბადი, ფაფახი, ყაბალახი, ნაბდის ქუიდ, ქალამნები, წუღები, ჩექმები, წინდები.

განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი:

პერანგი (ქლმლაქი)- დედაკაცის პერანგთან შედარებით მოკლეა.ძველად მას შინ დამზადებული ბამბის ქსოვილებისაგან კერავდნენ.საგულე და სახელო დახურული ჰქონია, დაკერებული აქვს ღილები.მაჯები სახიანი გვირისტითაა გაფორმებული.

შარვალი  იგი რამდენიმე სახისაა: ნაოჭიანი, ნაკეციანი და ყაზახური.

ნაოჭიანი შარვალი XIX ს-ის 70-იანი წლებიდან გვხდება.მისი თავისებურება განიერი უბე და ნაოჭები.

ჩოხა  ცნობილია ორის სახისა: ძველებური გრძელი და ახლებური  მოკლე ჩოხა.მოკლე ჩოხა მისთვის დამახასიატებელი კომპლექტით  დუმიანი შარვლით და ყაბალახით იხმარებოდა.

აქვე მოვიშველიოთ ს.მაკალათიას აღწერილობა,,მესხ მამაკაცებს აცვიათ გურული ,,ჩაქურას” მსგავსი ტანსაცმელი, რომელიც შინ ნაქსოვი შალიდნა არის შეკერილი, ზემოთ აცვიათ მოკლე ზედატანი,,ჩოხა. სიმაგრისთვის ჩოხის ზურგზე და მკლავებზე დაკერებულია მეორე პირი, რომელზედაც შემოვლებულია სახიანი გვირისტი.

ნაბადი (იაფინჯა)- იგი მხოლოდ შეძლებული ადამიანის ოჯახში გვხდებოდა-დიდებულები, თავადები, ბეგები  ნაბადს ხმარობენ სიცივისაგან ტავდასაცავად.ნაბადს საყელოზე აქვს შესაკრავი, ცხენზე ჯდომის ჯამს იგი წამოსხმული ჰქონდათ მხრებზე.

თავსაბურავი – რამოდენიმე სახე გვხდება სამცხე-ჯავახეთში: პირველრიგში აღსანიშნავია გრძელბეწვიანი ფაფახი კრავისა, მას ძირითადად ხმარობდნენ გლეხები.

ქუდი – ძირითადად შავი ფერიას გვხდება, წოწოლა მოყვანილობისა.

ყაბალახი-ორნაირია: გრძელი და მოკლე, ძველებურ ყაბალახს გრძელი ყურები აქვს.გლეხები ხმარობენ თავსახურავად, დიდებულებს  მხრებზე აქვთ წამოსხმული ცხენოსნობის დროს.

ფეხსაცმელი – როგორც ვიცით მესხეთში ოდითგანვე მისდევდნენ მესაქონლეობას.ამასთანავე მამაკაცებმა ძალიან კარგად იცოდნენ ტყავის დამუშავება-ისინი ტყავს 2-3 კილო მარილს აყრიდნენ, ორი კვირის შემდეგ მას ლურსმნების დახმარებით დაჭიმავდნენ და გაახმობდნენ, შემდეგ დაჭრიდნენ ზოლებად.ერთი ხარის ტყავიდან 8 ზოლი მაინც გამოვიდოდა.საქალამნედ ზურგის ტყავი გამოიყენებოდა. დაჭრილი შოლტებისგან სხვადასხვა სახის ქალამანს აკეთებდნენ.ყველაზე გავრცელებული ყოფილა  ჭვრეტიანი, კოზუნჯური და ჯავახური ქალამანი.

 პაიჭები – დიდებული მესხის მაღალყელიანი ჩექმაა. მზადდებოდა ტყავისგან. გლეხები ძვირფასი ჩექმების მაგივრად მატყლის ძაფისაგან მოოქროვილ პაიჭებს იცვამდნენ.მასთან ერთად ხმარობდნენ წუღას და წინდებს.

წუღა – საქართველოს ყველა კუთხეშია ცნობილი. საძირედ იყენებდნენ ძროხის, ხარის, ცხენის, კამეჩის ტყავს. წუღი –  უქუსლო ფეხსაცმელია, ქართული წუღის ქუსლებსი ფეხის კოჭთან შემოსახვევი ეკვროდა და ფეხზეც მარგად ეცმებოდა.

და ბოლო ელემენტი:

ქამარი – მისი ღირსება დამოკიდებული იყო ვერცხლის ფიგურები სიმრავლეზე.ქამარი ორი სახის გვხდება ტყავის და ვერცხლის.

4ccc26ab4d2c3fe24c8928aa8df7f502dcfd8e42d01f3a28

                                           ქორწინება 

მესხეთში ქალ- ვაჟის დაქორწინება სრულს ასაკში ხდებოდა. ქალი 16 წლის უნდა ყოფილიყო, ვაჟი 18-ის.

სარძლოს შერჩევა ძირითადად დრეობების დროს ხდებოდა. Mოწონებული ქალის მშობლებს ვაჟის მშობლები ,,შუა კაცს” გაუგზავნიდნენ. შუაკაცი ამ საქმისათვის მომზადებული უნდა ყოფილიყო. მას უნდა სცოდნოდა ორივე მხარის მშობლების ჯიშ-ჯილაგი, მათი მოდგმა, ჯანმრთელობისა და გონებრივი მდგომარეობის ყველა წვრილმანი.

ძველად წესი ყოფილა თუ მოციქული ქალის ოჯახში დადებით პასუხს არ მიიღებდა, იგი სასმესლა არ მიეკარებოდა.

ქალის მამა ან ახლობელი წავიდოდა ვაჟის  სოფელში თავის ნათესავთან და გამოიკითხავდნენ ვაჟის ვინაობას. ქალის მხარე დაინტერესებული იყო ვაჟის გვარიშვილობით, ქართველობის.ყურადრება ექცეოდა ვაჟის გეოგრაფიულ საცხოვრებელსაც  მაგ: ძველად ჯავახეთში მესხეთიდან ქალს იშვიათად ათხოვებდნენ.

თუ ორივე მხარე თანახმა იყო, მაშინ ქალის მხარეს ხეხლახლა მიაკითხავდა  მაწანკალი, ქალის პატრონი თანხმობას მისცემდა და ეტყოდა ,,დაიბარე ვაჟის მამა, ,,ბეი” გავცვალოთო. ,,ბეი” გასაცვლელად  საღამო ჟამს ვაჟის მამას და მაჭანკალს ქალის ოჯახში მიჰქონდათ ერთი ჩარექი არაყი, ოქროს საყურე ან ბეჭედი ან ქიშმირის თავსახური. ალი ოჯახი მომზადებული ხვდებოდნენ. ვაჟის პატრონი  გადაეხვეოდა ქალის პატრონს, გადაკოცნიდა და სამჯერ გაცვლიდნენ მარჯვენა ხელით ,,ბეის”, მერე  პატარძალი მიჰყავდა მაგიდასთან და მას გადასცემდნენ ,,ბეის”, აქვე წესად ჰქონდათ, თუ ბეი ქიშმირის თავსაბურავი იყომ, იგი მულს უნდა  გაეცვიტა.  ქალის ბეი შეიძლება ყოფილიყო წინდები, ცხვირსახოცი, კრიალოსანი.

,შუა კაცი ვაჟის მამის მოტანილი ბოთლიდან ყველას თითო ჭიქა  არრაყს ჩამოურიგებდა. ქალის  პატრონი მოიპატიჟებდა ახლო ნათესავებთან. მოსულ ახლობლებს ამცნობდნე თავიანთი დანათესავების შესახებ. ამის  შემდეგ ვაჟის მამა ამოიღებდა ბოთლით არრაყს, ქალის პატრონი გამოიტანდა საწმელ- სასმელს,ქალის მამა დაასხამდა არრაყს და მიაწოდებდა ვაჟის მამას, რომელიც მოიკითხავდა პატარძალს. საპატარძლო ამ დროს ცალკე ოთახშია, მას გამოიყვანს ძმა ან ბიძაშვილი. საპატარძლო მოიკითხავდა სამამათილოს ხელზე კოცნით.მერე დადგებოდა მის უკან, რათა ვაჟის მამას მომსახურებოდა.

ვინც საპატარძლოს გამოიყვანდა, მას სამამთილო ფულს აჩუქებდნენ.

ქეიფის დამთვარების მერე ქალის მამა და ვაჟის მამა საუბარს გააგრძელებდნენ.საპატარძლო ამ დროს მეორე ოთახში ქვაბით წყალს აცხელებდა, რათა ძილის წინ სამამათილოსათვის თავი და ფეხები დაებანინებინა.

ვაჟის მამა თავს  რომ შეიმშრალებდა ხელ-მანდილში ფულს გამოკრავდა და საპატარძლოს გადასცემდა.ქალი ლოგინს დაუფენდა, ძილინებისას უსურვებდა.თვითონ ხელსაქმეს აიღებდა, ჩამოჯდებოდა ლოგინის თავათ. საპატარძლო ვალდებული იყო  გათენებამდე იქ მჯდარიყო.თუ სამამთილო გაიღვიძებდა და ეტყოდა – შვილო, დაიძინეო, საპატარძლო იქვე ლოგინის კუთხეში მიწვებოდა, დილით ადრე გაიღვძებდა, ვაჟIს მამას ხელ-პირს დაბანდა და სუფრას გააწყობდა. ამ სუფრას ქალის მამა თამადობდა.

პურის ჭამის მერე დათქვამდნენ ნიშნობის დღეს. შეთანხმდებოდნენ მოსატანზე (სასმელი, ხორცი, ბრინჯი, შაქარი, ჩაი, საპატარძლოს ჩასაცმელი) მოსატანი ყველა წყვილი უნდა ყოფილიყო.

ნიშნობა როგორც საქართველოს ყველა კუთხეში მესხეთში ნიშნობისათვის გარკვეულ პერიოდს შეარჩევდნენ ხოლმე.უფრო მეტად გაზაფხულზე, უფრო სასურველი იყო თუ ნიშნობა რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვეოდა, ქორწილისთვის  რა თქმა უნდა შაბათ- კვირას ირჩევდნენ.

მესხეთში ქორწილისათვის არჩევდნენ არამარტო წელიწადის დროს და დღეს, არამედ მთვარის ფაზასაც ითვალისწინებდნენ.

ქორწილი სასურველი იყო სავსე მთვარის დროს,  ნიშნობა იმართებოდა საღამოსპირს და მთელი ღამე გრძელდებოდა. მთელი ხარჯი ნადიმისა ქალის ოჯახის იყო. ხალხის ოდენობის მიხედვით სუფრას შლიდნენ ოდაში, დარბაზში ან ბოსელში. სუფრასთან ქალები იზოლირებულად ისხდნენ, ხალხის დასხდომის შემდგე მოჰქონდათ საჭმელ- სასმელი, პირველად პური და ყველი, შემდეგ ხორცის წვნიანი, მერე ფლავი, მესამე თავი  იყო ერიშტა (წვრილად დახვეული ლავაში, რომელსაც ავლებდნენ მდუღარე წყალში და ერბოთი შეაზავებდნენ).

თამადა სადღეგრძელოებს დადგენილი ნუმერაციით მიყვებოდა, მისი არევა არ შეიძლებოდა. Bოლო სადღეგრძელო ,,ყველაწმინდა ღვთისმშობლისა� იყო.

სარძლო ბოლომდე ემსახურებოდა სტუმრებს, განსაკუთრებით სამამამთილოს, სუფრასთან არ ჯდება.

ნიშნობის მერე 5 – 6 თვე, ზოგჯერ წლამდეს ქალი თავის ოჯახში რჩება. ორწილი ყოველთვის გვიან შემოდგომით, ნოემბერში (გიორგობისთვეს) იმართებოდა.

ქორწილისთვის ორივე მხარე გაფაციცებით ემზადება. ქორწილს ხშირად ბოსელში, იშვიათად დარბაზში იხდიდნენ.

ბოსლიდან გაიყვანდნენ საქონელს, კარგად  დაასუფთავებდნენ. შემდეგ ფეხშუმებს ორ რიგად ჩაამწკრივებდნენ, ორივე მხრიდან სირგძლივ გაუფენდნენ შუაზე გაკეცილ ჯეჯიმს ხალხის დასასხდომად, შესასვლელიდან მარჯვნივ ცალკე მოაწყობდნენ ნეფე- დედოფლის დასაჯდომ ადგილს ,,აჯლასს აჯილაკს”. აჯილა ისეა მოწყობილი, რომ ნეფე-პატარძალი და ნათლიები აღმოსავლეთისაკენ იყურებოდნენ. ქორწილის შემდეგ აჯილა ითვლებოდა ახალდაქორწილენბულთა პირველ საძინებელ ადგილადაც.

აჯილაკი  დამახასიათებელია დარბაზებისათვის, მის ქვეშ ხშირად საწნახელი, ზოგჯერ კი მარცვლეულის შესანახი ორმოა. საძინებლის გამართვა პურის ორმოს თავზე შემთხვევითი არაა,,ბეღელს შეუძლია არა მარტო პურის მოსავლის გადიდება, არამედ საქონლისსა და ადამიანთა გამრავლებაც..ეს ეფუძნება უძველეს პერიოდში  ნაყოფიერებისას და  გამრავლების შესახებ წარმოდგენილ რელიგიურ რწმენა-წარმოდგენებში.(ახალდაქორწინებულთათვის ბეღლის თავზე საწოლის გამართვა გვხდება სქართველოს სხვა კუთხეებშიც).

როდესაც ნეფე- მაყრები სოფელს უახლოვდებოდნენ, მაყრები ცხენს  გააწენებენ და დამბაჩებს ისვრიან, მახარობელი სოფელში ჩუმად შედიოდა. ხალხი ,,საბუთს” ითხოვდა, სიტყვაზე არ ენდობოდნენ, მახარობელი ირებდა ნიშანს ქადას და ყველას დასანახად მაღლა წევდა, მას თიხის ჯამით სასმელს მიაწოდებდნენ, იგი ბოლომდე სცლიდა, რის  შემდეგაც მიართმევდნენ ერთ წინდას (მას ქამარზე იკიდებდა) მისცემდნენ ერთ შამფურ მწვადს და ერთ ლიტრა არრაყს.

საპატარძლო მაყრების  გამოჩენისას დამალულია ახლობლის ოჯახში. ნეფე თუ  იმ სახლს მიუახლოვდებოდა, საცერს მისცემდნენ და ისე დაინახავდა საქმროს.

ქალის სახლის ეზოში იმართებოდა ცეკვა თამაში.სახლის კარი დაკეტილია ვაჟის ნათლია კარის ჩამკეტს აძლევს საჩუქარს (ფულს). კარი იხსნებოდა. ამ დროს მოჰყავთ პატარძალი, აცმევენ საქორწილო ტანსაცმელს- ეს იყო გულისპირიანი ქართული კაბა და ჩიხტიკოპი მანდილით.იგი შეიძლება ყოფილიყო თეტრი, ვარდისფერი, თეთრი ან ნარინჯისფერი.მაგრამ საუკეთესოდ ,,შოშიის კვერცხის ფერი ითვლებოდა.

პატარძალს თავზე ხელმანდილს აფარებდნენ, რომელიც  სახეს უმალავდა. Eეს წესი საქართველოს ყველა კუთხეში მტკიცედ იყო დამკვიდრებული ჯვრისწერის წინ ქალს სახეს პირბადით უფრავდნენ  ამ პირ-ბადეს მესხეთში ,,ჩარყაითს” უწოდებდნენ.იგი ძალიან თხელია.

ქალი ვერ ადგებოდა მანამ, სანამ მისი ძმისათვის მოყვარე თავიდან ხელს არ ააშენებდა. Mამას ფულადი საჩუქარი უნდა გაეღო. Aმის შემდეგ ხდებოდა საპატარძლოს ჩაბარება. ,,ჩაბარების” პროცესში ნეფე საცოლეს ფეხს ფეხზე ადგავს-ეს მომენტი ქალის ქმრის მფლობელობში გადასვლის მომენტია.

მის შემდგე ხდება კვრისწერა,მღვდელი ეკლესიაში ეგებებთ ანთებული სანთლებით, შეეკითხებოდა, ნეფე- დედოფალს რაიმე ნათესაობა ხო მარ ქონდათ (7 თაობა) ჰკითხავდა წლოვანებას იწყებოდა ჯვრისწერის ცერემონილიალი – რომელიც აუცილებლად მზისპირთ უნდა მომხდარიყო.ეკლესიიდან ცეკვა თამაშით ბრუნდებოდნენ. ქალის დედა მათ სუფრით დახვდებოდა..ყველას უნდა აერო რაიმე, პატარძლის გარდა. იმართებოდა 4-5 საათიანი საქორწილო ნადიმი, ქორწილში იცოდნენ ხორცი წვნიანით, ქადა, ნამმცხვარი, ერბოკვერცხი, ფლავი და სხვა.

როცა დედოფლის დედა სამადლობელს იხდიდა, დაილოცებოდა, სასმელში ბეჭედს ჩააგდებდა და სიზეს გაუგზავნიდა. სიძე სიდედრს ადღეგრძელებდა, სასმელს დალევდა და ბეჭედს ხელზე გაიკეტებდა.

ლხინის დასასრულს დაიძახებდნენ ,,მზითებს”. დედოფლის მზითში შედიოდა- ერთი ხელი  ლოგინი, ხალიჩა, ჯეჯიმი, ნაბადი, ხურჯინი, ჭილი, პატარძლის წინდები, ხელსახოცები (ყველა წყვილი) ერთი კიდობანი. Kიდობანზე რძლის ძმა იჯდა.სიძის მამა ფულს გადაიხდიდა. ,,მზითვის დახსნის მერე თამადა საპატარძლოს წასვლის უფლებას დართავდა. ქალის მაყარს თამადა ირჩევს  6 კაცამდე.დედოფალს ცხენზე შესვამდნენ. მის ცხენს ძმა ან ბიძაშვილი მიუძღვებოდა.ვაჟის სოფლის მიახლოებისას მაყარს გამოეყოფოდა მახარობელი,მ რომელიც თან მიჰქონდა ბალიში (სამცხეში), ხოლო ჯავახეთში  ქადა. რაც ნიშნავდა ქალი მზითვით მოდისო.

სოფელში შესულთ, ხალხი ფერხულით ხვდებოდათ.დედოფლის ცხენის ფეხებთან დიდ საარყე ქვაბს დგამდნენ. დედოფალი ცხენიდან ამ ქვაბზე ჩამოვიდოდა, მერე ქვაბს პირარმა ამოაბრუნებდა. Qვაბზე ფეხის დადგომა ოჯახის ახალი წევრის კერასთან და სახლის საქმესთან ზიარებაა. ამასთან ერტად, ცნობილია, რომ ქვაბი, ლითონი ავი  და ბოროტი სულებისაგან დაცვის საუკეთესო საშუალება იყო.

სახლის ზღურბლათ ნეფის დედა დგას ტკბილეულით.იგი ჯერ ნათლიას, მერე ნეფე-დედოფალს გვირგვინს დაულოცავდა.პირში თითო ნატეხ შაქარს ჩაუდებდა და სახლში შეუძღვებოდა.ზღურბლის შიგნით თიხის ჯამი იდგა, რომელსაც სიზე ტეხავდა.სახლში შესული ნეფე-დედოფალი ერბოს (ან ხორბლის) ქოთანს სამჯერ შემოუვლიდა, თითო შემოვლაზე პატარძალი თითს დებდა ერბოში  ეს მათი რწმენით ბარაქის შექმნის, ცხოვრების სურვილს გამოხატავდა.

ამ რიტუალის შემდეგ ნეფე-დედოფალი იკავებს კუთვნილს ადგილს,როცა მექორწილეები ცეკვა თამაშს იწყებს, სიზე-პატარძალს უშვებს თამდა პურის საჭმელად.ქეიფი გათენებდამდე გრძელდება.

მეორე დღეს გრძელდება ქორწილი.სრულდება ,,მრავალჟამიერი” და ,,სუფრულები”.ყველა სიმღერა ,,სან ხანად” სამ რიგაც სრულდებოდა, ამიტომ მას ,,სამხმიან” სიმრერებს ეძახიან.ამავე დრეს იცოდნენ ,,სანიჭარის” დაძახება.ქორწილში იცოდნენ ფულის, პურის, საქონლის, ფუტკრის, ოქროს ბეჭდის, მამულის შეწევნა, რომელსაც ,,სანიჭარო” ეწოდებოდა, რაც ,,საბოძვარს” ნიშნავს.

ქორწილის მეორე- მესამე დღეს გვირგვინს მოხდიან ნეფე-პატარძალს.მათ ეძახიან ,,ნეფის ძველასა და,,დედოფლის ძველას.იმ დღეს მეფეს ,,გაანადირებენ.ოჯახის დიასახლის შავ ქათამს გადმოაფრენს ერდოდან, ქალის მაყრებმა უნდა დაიჭირონ და წააცალონ.

მესამე დღეს იმართება ფერხული. ჩაბმულია 7 ცოლ-ქმარი.მასში ერთვება ნეფე-დედოფალი ანთებული საქორწილო სანთლებით. ერხულს შვიდჯერ შემოუვლიან ასე მთავრდება ქორწილი. ცილებდნენ მაყრებს დაფა-ზენით.ქორწილიდან 9 -10 დღის მერე ვაჟის მამა ქადა- ნამცხვარს წაიღებდა ქალის ოჯახში (არაყთან ერთად). კარგი შვილის აღზრდისათვის მადლობას მოახსენებდა და თავის ოჯახში მოიპატიჟებდა.

მუსხში ჩვენი მასპინძელი, მარო ბაბო .. ნამდვილი მესხი ქალი , დიდი მადლობა  , მისი სტუმართმოყვარეობა ჩვენში დღესაც დიდ გაოცებას იწვევს… დაუღალავი, მოფუსფუსე, მოსიყვარულე ადამიანი

IMG_3572IMG_3573